მარნეულში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა
ავტოსაგზაო შემთხვევა მარნეულში, 26 მაისის ქუჩაზე - თვითმხილველების ინფორმაციით, „ტოიოტას“ მარკის მსუბუქი ავტომობილი „მერსედესის“ მარკის მანქანას შეეჯახა.ინფორმაციას „მთავარი არხი“ ავრცელებს.
ავარიის შედეგად „მერსედესის“ მარკის ავტომობილის მძღოლი და „ტოიოტაში“ მყოფი მგზავრი დაშავდნენ. დაშავებულები სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შემთხვევის ადგილას სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული. მომხდარზე გამოძიება დაიწყო