თეგებით ძიება

ჩინეთში, შვიდი წლის ბიჭმა სკოლაში ლუდი მიიტანა და თანაკლასელები დაათრო

ჩინეთში, დაწყებითი სკოლის შვიდი წლის მოსწავლემ მშობლებს მაცივრიდან ლუდი მოპარა და თანაკლასელებს დაალევინა. ამის შესახებ The Straits Times წერს. როგორც ირკვევა, ალკოჰოლური სასმელის დალევის შემდეგ ბავშვებს მერხებთან ჩაეძინათ. 

როდესაც მომხდარის შესახებ ბავშვების მასწავლებელმა გაიგო, მოსწავლის დედა სკოლაში დაიბარა. ქალს შვილის ქმედებების გამო ბოდიშის მოხდა მოუწია. მოგვიანებით მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სიბრაზისგან თავის გაკონტროლება ვერ შეძლო და შვილი საკიდარით მანამდე სცემა, სანამ ხელში არ გაუტყდა. 

პოსტის კომენტარებში ზოგმა აღნიშნა, რომ მშობლებმა მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ შვილებს, ზოგმა კი ქალი შვილზე ძალადობის გამო გაკიცხა. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა