თეგებით ძიება

მშობლებმა 12 წლის წინ დაკარგული შვილი ქუჩაში, შემთხვევით ნახეს

ჩინეთში მშობლებმა შემთხვევით იპოვეს შვილი, რომელიც 12 წლის წინ გაუჩინარდა. ამის შესახებ Thaiger იუწყება.

წყვილი გუანდუნის პროვინციის ქალაქ ფოშანში ავტომობილით გადაადგილდებოდა. ერთ-ერთ შუქნიშანთან მანქანა მოწყალების მთხოვნელ მოზარდს შეეჯახა. ცოლ-ქმარი მანქანიდან გადმოვიდა და მოზარდი დაათვალიერა. ბიჭუნა, რომელიც ცოლ-ქმრის 12 წლის წინ დაკარგულ შვილს საოცრად ჰგავდა, შემთხვევას მცირე ნაკაწრებით გადაურჩა, მაგრამ წყვილმა მაინც საავადმყოფოში გადაიყვანა. სანამ საავადმყოფოს დატოვებდნენ, მამაკაცმა გადაწყვიტა ცოლისგან მალულად მოწყალების მთხოვნელი მოზარდისთვის დნმ-ის ტესტი ჩაეტარებინა. ტესტის შედეგებმა მამაკაცის ეჭვი დაადასტურა - მოზარდი ცოლ-ქმრის შვილი აღმოჩნდა. 

ბიჭუნა 2002 წელს, სამი წლის ასაკში გაუჩინარდა. ის წლენის განმავლობაში ცხოვრობდა კაცთან, რომელსაც საკუთარ მამად მიიჩნევდა. მამაკაცი ბავშვს სცედა და მოწყალების თხოვნას აიძულებდა. არავინ იცის, ასე როდემდე გაგრძელდებოდა, რომ ბიჭუნა ქუჩაში შემთხვევით, ნამდვილ მშობლებს არ გადაყროდა. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა