როგორ დავიცვათ თავი საცობში დაგროვილი გამონაბოლქვისგან?
ყოველდღიურად საცობში დგომა ჩვენი ცხოვრების ნაწილი გახდა. სამწუხაროდ, ეს მხოლოდ დროის კარგვა და ფსიქოლოგიური წნეხი როდია. ის სერიოზულ ზეგავლენას ახდენს ჩვენს ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც.
დადასტურებულია, რომ საცობში მდგარი მანქანები უფრო საშიში კონცენტრაციით აფრქვევენ მავნე აირებს, ვიდრე ამავე გზაზე უწყვეტი მოძრაობისას.
მანქანებიდან გამონაბოლქვი ტოქსიკური აირები პირველ დარტყმას ჩვენს სასუნთქ გზებს აყენებენ. განსაკუთრებით ეს მუქრებათ ბავშვებს, რომლებიც სიმაღლით ახლოს არიან გამონაბოლქვის ყველაზე მაღალ კონცენტრაციასთან.
გამონაბოლქვი 280-მდე მავნე მინარევს შეიცავს. შესაამისად არათუ საცობში, ცენტრალურ ქუჩებთან მცხოვრები მოსახლეობაც კი მათ დიდი კონცენტრაციით ისუნთქავს. ეს ნივთიერებები უარყოფით გავლენას ფიზილოგიურ პროცესებზე და დამღუპველი შედეგები მოაქვს ორგანოთა სისტემების ფუნქციონირებისთვის.
ბუნებრივია, ეს საშიშრობები საცობებში კიდევ უფრო იზრდება. გამონაბოლქვში შემავალი ქიმიური ნივთიერებების სისტემატური ზემოქმედება იწვევს როგორც მწვავე, ასევე ქრონიკულ დაავადებებს. სასუნთქი სისტემებისთვის: ასთმას, ალერგიას, ბრონქიტს, ჰაიმორიტს, სიმსივნეს, ფილტვის ემფიზემასა და სხვა.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ ზრდის მიოკარდიუმის ინფარქტის რისკს, იწვევს უჰაერობას, ქიმიური ნივთიერებები სისხლის შედედებაზეც მოქმედებს და ორგანიზმი თრომბოემბოლიამდე მიჰყავს.
გამონაბოლქვი აფერხებს ჟანგბადის ორგანოებამდე მიწოდებასაც, რის გამოც ქსოვილები ჟანგბადოვან შიმშილს განიცდიან. ირღვევა სიასხლის მიმოქცევის სისტემა.
როგორ დავიცვათ თავი?
პირველი რჩევა, რა თქმა უნდა, საცობისგან თავის არიდებაა, თუმცა თუ უკვე მოხვდით საცობში, ერთი რამ აუცილებლად გაითვალისწინეთ. შუშები დახურული უნდა იყოს, კონდენციონერი, რომელის ჰაერის გარედან შემოტანის რეჟიმზეა, უნდა გამორთოთ ან რეცირკულაციის რეჟიმზე გადაიყვანოთ. ანუ მოწყობილობა სივრცეს გააგრილებს არა გარედან შემოტანილი ჰაერის, არამედ შიდა სივრცეში არსებული ჰაერის დაბერვის ხარჯზე.
ბევრი მანქანა, თუნდა არა საცობში მდგარი, აუარესებს ქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობას, რას თითოეული ადამიანის ჯანმრთელობაზე აისახება.
გახსოვდეთ, რომ ჯანმრთელობა მოძრაობაშია. ამიტომ, ეცადეთ, მანქანით არ წახვიდეთ უახლოეს ქუჩაზე მდებარე მაღაზიაში, არამედ ფეხით გაისეირნოთ. კარგი ჯანმრთელობისთვის ექიმები დღეში მინიმუმ 10 ათასი ნაბიჯის გავლას გირჩევენ.
წყარო: მშობლები.გე