თეგებით ძიება

„რაღა სალომეს "მეორედ მოსვლის" სასწაულის გჯერათ, ხალხო, რამე სხვა სასწაულს რომ დაველოდოთ, არა?“ - თამო კეშელავა

ჟურნალისტი, თამო კეშელავა სოციალურ ქსელში წერს.

„პრეზიდენტსა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების, მეგობრებო, ასე მარტივად და ბანალურად. 

პრეზიდენტისგან, რომელსაც შუბლზე ბიძინას ფოტო მიაკრეს და ასე შუბლზე ბიძინას ფოტოთი იარა და ასე აირჩიეს, რაღაცა კარგს რომ ველით, ეგ მისი კი არა, ჩვენი დიაგნოზია. 

შეიძლება არ გქონდეს სმენა და კარგ და ცუდ მუსიკას კანით ცნობდე, არ იცნობდე საერთოდ პოეზიას და ერთ კარგ ლექსზე დაგბურძგლოს – ასე, კანით, შეგრძნების დონეზე მაინც ვერ ხვდებით, რომ როცა პრეზიდენტი ფარცხალაძის დასჯით მოტივით, ქართული ოცნებისგან იცავს ფარცხალაძის მოქალაქეობას და თან კანონის ვადებს იშველიებს, ესე იგი რაღაცა ისე ვერაა? 

რად უნდა ახლა ამას კანონის ცოდნა?

რად უნდა ახლა ამას პოლიტიკის ცოდნა?

ადამიანმა, ბიძინას სტიკერით შუბლზე იარა წინასაარჩევნო პერიოდი და ახლა ჩვენ ვარჩევთ კარგი თქვა, თუ ცუდი?

ჩვენი დიაგნოზია ეგ, ჩვენი, იმ ქალმა თავისი დიაგნოზი უკვე დასვა, კარგა ხნის წინ, რამდენჯერმე!

რაღა სალომეს "მეორედ მოსვლის" სასწაულის გჯერათ, ხალხო, რამე სხვა სასწაულს რომ დაველოდოთ, რამე უფრო სარწმუნოს, არა?“ - წერს კეშელავა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა