„ეს ერთი ბეწო 85 წლის უშიშარი ლია ახეჯაკოვა ცხოვრობს და იბრძვის თავის «Родина-Уродина»-ში“ - რას წერს ნკოლოზ რაჭველი
მსახიობი ლია ახეჯაკოვა თბილისშია. მან თბილისის გრიბოედოვის სახელობის თეატრში გამართა სპექტაკლი.
ახეჯაკოვასთან გადაღებულ ფოტოს ნიკოლოზ რაჭველი აქვეყნებს და წერს:
"ნათია კუპატაძეს დავესესხები ტექსტს მისი წუხანდელი სტატუსიდან:დაახლოებით 90 წუთი ენა და ტანი არ გაუჩერებია, ერთ-ერთ სცენაში ფანჯრის რაფაზე ავიდა და გადახტა. "პაკლონზე" მთელი 15 წუთის განმავლობაში ნაბიჯი არ გადმოუდგამს წინ, ასე გაუნაწილა ძალიან დიდი ოვაციები თავის კოლეგებს.თეატრ "современник"-იდან გაგდებული, ეს ერთი ბეწო 85 წლის უშიშარი ლია ახეჯაკოვა ცხოვრობს და იბრძვის თავის "Родина-Уродина"-ში (მისი სიტყვებია) და არც აპირებს გაჩერებას. ვერ შეაჩერებენ", - აღნიშნავს ნიკოლოზ რაჭველი.