თეგებით ძიება

ტვინისთვის სასარგებლო საკვები პროდუქტები

არსებობს მრავალფეროვანი საკვები, რომელიც დაგეხმარებათ ყოველდღიურ რუტინაზე კონცენტრირდეთ. ბევრი საკვები, რომელიც ტვინისთვის სასარგებლოა, ასევე საჭიროა გულ-სისხლძარღვებისთვის.

ტვინისთვის სასარგებლო საკვები ნივთიერებებია: ვიტამინი B, ვიტამინი K, ვიტამინი E, კოენზიმი Q10, ლუტეინი, ფოლატი, ბეტა კაროტინი, ომეგა 3. 

მწვანე, ფოთლოვანი ბოსტნეული ზრდის ტვინის კოგნიტურ ფუნქციას და ანელებს ასაკთან დაკავშირებულ კოგნიტური ფუნქციების დაქვეითებას. ასაკის მატებასთან ერთად მწვანე ბოსტნეული ტვინის ჯანმრთელობას ინარჩუნებს! კვების რაციონში შეიტანეთ, მინიმუმ, ერთი პორცია მწვანილი დღეში. ფოთლოვანი ბოსტნეული, რომელიც აუმჯობესებს ტვინის ჯანმრთელობას: კალე (ხუჭუჭა კომბოსტოს თესლი), ისპანახი, ბოსტნის კომბოსტო, ბროკოლი, სალათის ფურცელი.

ასევე ცხიმების ჯანსაღი რაოდენობით მიღება მნიშვნელოვანია როგორც გულისთვის, ასევე ტვინისთვის. ცხიმები ტვინს ხანგრძლივი ენერგიით ამარაგებს. ზეთისხილის, არაქისის და კანოლის ზეთები, ავოკადო, ნუში, თხილი, პეკანი, თევზი, კენკრა - გეხმარებათ უფრო მეტად კონცენტრირებასა და მეხსიერების გაზრდაში. კვლევებმა აჩვენა, რომ კენკრა დადებითად მოქმედებს ტვინზე და ხელს უწყობს მეხსიერების შენარჩუნებას. ტვინისთვის ყველაზე სასარგებლო კენკრაა: მოცვი, მაყვალი, მარწყვი.

ცილის წყარო, რომელიც დაკავშირებულია ტვინის გაძლიერებასთან, არის თევზი. ის მდიდარია ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავებით, რომლებიც გადამწყვეტია ტვინის ჯანმრთელობისა და მეხსიერებისთვის. თევზი ებრძვის სისხლში ბეტა-ამილოიდის მავნე დონეს, რომელიც ალცჰეიმერის დაავადებას იწვევს. თევზის  მიღება კვირაში ორჯერ რეკომენდებულია. შეარჩიეთ თევზის ეს ჯიშები, რომლებიც ვერცხლისწყლის მცირე რაოდენობას შეიცავს: ორაგული, ვირთევზა, დაკონსერვებული მსუბუქი თინუსი, საიდა, ქორჭილა.

თხილი - განსაკუთრებით ნიგოზი - ანტიოქსიდანტური ვიტამინი E-ს წყაროა, რომელიც ხელს უშლის ასაკთან ერთად გონებრივ დაქვეითებას. შავ შოკოლადს სხვა ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებებიც აქვს. ის შეიცავს ბუნებრივ სტიმულატორებს, როგორიცაა კოფეინი, რომელსაც შეუძლია გააძლიეროს ყურადღება. ტვინის მუშაობისთვის სასარგებლოა კაკალი, პეკანი, კეშიუ, ნუში, სელის თესლი, გოგრის თესლი, მზესუმზირა.

რაც შეეხება კოფეინს, ფრთხილად იყავით: ენერგეტიკული სასმელები პოპულარული გახდა, მაგრამ ასევე მათ შეიძლება ჰქონდეს უკუეფექტი, როგორიცაა განწყობის ცვალებადობა და თავის ტკივილი. კოფეინის მიღება - განსაკუთრებით ბავშვებისა და მოზარდებისთვის -   შეზღუდულია, რადგან კოფეინმა შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მომატება, უძილობა და შფოთვა. შედარებით ჯანსაღი კოფეინირებული საკვები და სასმელებია: ყავა, მუქი ჩაი, მწვანე ჩაი, შავი შოკოლადი.

სხეულის ყველა ორგანოს მუშაობა დამოკიდებულია სისხლის მიმოქცევაზე, განსაკუთრებით გული და ტვინი. პარკოსანი საკვები ამცირებს გულის დაავადებების რისკს და  ქოლესტერინის რაოდენობას, ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას, რაც შესაბამისად, ააქტიურებს ტვინის უჯრედებს. რეკომენდებულია შემდეგი პარკოსანი საკვების მიღება: ლობიო, ცეხვილი მარცვალი, შვრია, ჭვავი, წიწიბურა, ქინოა, ბრინჯი.

არ დაგავიწყდეთ ყოველი დღის საუზმით დაწყება. კვლევებმა აჩვენა, რომ საუზმემ შეიძლება გააუმჯობესოს მოკლევადიანი მეხსიერება და ყურადღება. ტვინის „საწვავის“ სიის სათავეშია პარკოსნები, მარცვლეული, რძის პროდუქტები და ხილი. ფრთხილად იყავით, რომ ზედმეტი დოზით არ მიირთვათ; კვლევამ ისიც აჩვენა, რომ მაღალკალორიული საუზმე ხელს უშლის კონცენტრაციას. ეს ნიშნავს, რომ თავი შეიკავოთ არაჯანსაღი რაოდენობით ნახშირწყლების შემცველი საკვების მიღებისგან, როგორიცაა ბლინები, ვაფლი და სხვ. ჩაანაცვლეთ ისინი პროტეინით უფრო მდიდარი პროდუქტით, როგორიცაა კვერცხი. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა