თეგებით ძიება

25 სექტემბერს თბილისში შუქი მთელი დღით ჩაქრება - ჩამონათვალი

25 სექტემბერს თბილისში შუქი ისევ მთელი დღით ჩაქრება - ინფორმაციას და ქუჩების ჩამონათვალს კომპანია "თელასი" ავრცელებს:

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი  ლისის, ლისი ტბის მიმდეწბარე ტერიტორიის, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის,  ფერმწერთა, ავთო ვარაზის, ზაალიშვილის და ტაბიძის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ლისის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ფერმწერთა, ავთო ვარაზის, ზაალიშვილის, ტაბიძის, არდაზიანის, მგალობლიშვილის, ოდესის, ზოვრეთის, იმედაშვილის, ზემო ვეძისის, ოდიშელიძის, ისაკაძის, ქანთარიას, კაპანელის, ხომლის, ინტენსიფიკაციის, შარტავას, ხვიჩიას, გამსახურდიას, იოსებიძის, ბროლოსანის, ჭაბუკიანის და საბურთალოს ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების, ფარნავაზ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), მეფე მირიანის,  ნოზაძის და კვიჭიძის ქუჩების მოსახლეობას.   

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხორავას, შანიძის და ჯანაშიას ქუჩების მოსახლეობას.   

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორხევის დასახლების, ლოჭინის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ფიროსმანის, მაისურაძის და იუმაშევის ქუჩების მოსახლეობას.   

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ღოღობერიძის, ღრმაღელის, ორბეთის, კლდეკარის, ნაქალაქევის და წერონისის ქუჩების მოსახლეობას.   

ჩუღიურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მამარდაშვილის, ბენაშვილის, ახალციხის, იაროსლავის, ოსიაურის და ლენტეხის ქუჩების  მოსახლეობას.   


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა