თეგებით ძიება
25. 09. 2023 ვიდეო

სამტრედიაში ყოფილ პოლიციელს შეიარაღებული პირი დაესხა თავს - დაჭრილია თავდამსხმელი (ვიდეო)

სამტრედიაში ყოფილ პოლიციელს, ლევან მიგინეიშვილს, ავტომატით შეიარაღებული პირი, ანრი მილორავა, დაესხა თავს. 

კაცმა სახლს ესროლა, ტყვია მოხვედრილი აქვს ფანჯრებს, კედლებს. ერთ-ერთი ტყვია მოხვდა ჭერს, რის შედეგადაც სახლში ხანძარი გაჩნდა. გარდა ამისა, მან ყოფილ პოლიციელს თავში შუშის ბოთლი ჩაარტყა.

ყოფილმა პოლიციელმა თავდამსხმელს ცეცხლი გაუხსნა და დაჭრა. დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი. 

მიგინეიშვილი კი დაკავებულია. უცნობია რა იყო დაპირისპირების მოტივი. 

"ვიღაცა მოუვარდა, ჩემი შვილი თამაშობდა და დაესხა თავს...კვამლი ამოდიოდა, ცეცხლი იყო ჩემი მეუღლე რომ მოვიდა. მე არ ვიყავი.

ჟურნალისტი: მიზეზი რა იყო?

მე არ ვიცი, არაფერი... მე არ ვიცნობ პირადად თავდამსხმელს და ლევანიც ამბობს, მე არ ვიციო, ასე გვითხრა ჩვენ. ჩემი შვილი დაკავებულია და მეტი არაფერი არ ვიცი," - ამბობს ყოფილი პოლიციელის დედა, რუსუდან საღარეიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა