თეგებით ძიება

არ ვიმჩნევდი ტკივილს, რომელიც საღამოს უფრო ძლიერად დამეწყო... - რა მოუვიდა ანუკი არეშიძეს?

სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, სადაც ჩანს რომ ანუკი არეშიძეს ხელი აქვს გადახვეული. ფოტოს გამომწერების მხრიდან მითქმა-მოთქმა მოჰყვა, თუ რა შეემთხვა დიზაინერს. გულშემატკივრები და გამომწერები ეკითხებოდნენ, რა დაზიანება მიიღო და როგორ გრძნობს თავს და მალე გამოჯანმრთელებას უსურვებენ.

ანუკიმ გამომწერების კითხვებს დეტალურად უპასუხა და დაწერა, რომ რეაბილიტაციისთვის 4 კვირა დასჭირდება.

„ხელზე ბევრი მწერთ, ვარჯიშზე მივდიოდი, წვიმიანი დილა იყო, ენერგიულად მივაბიჯებდი, ვინც იცით ჩემი სიარული, ადვილად წარმოიდგენთ ნაბიჯების სიდიდეს, ამიტომ როგორც კი დაღმართზე დავეშვი, ბოტასმა ვერ გაუძლო და ავსრიალდი, მემარცხენე ვარ და მთლიანი ტანით მარცხენა ბეჭზე დავეცი, რამდენიმე წამი დავყოვნდი, წვიმიან ცას ვუყურებდი, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, მაინც ვივარჯიშე, ის დღე აქტიურად გავაგრძელე, არ ვიმჩნევდი ტკივილს, რომელიც საღამოს უფრო ძლიერად დამეწყო. ახლა ცოტა შემეცვალა რეჟიმი. ვცდილობ ჩემი ზარმაცი მარჯვენა ხელი ცოტა მაინც გამოვაფხიზლო. 4 კვირა ასე ვიქნები“,- წერს ანუკი არეშიძე. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა