„ფარცხალაძეს დასცინოდით ბოსტანში ეკლესია უდგასო და მთელი ქვეყანა აემაგ ბოსტნის ეკლესიის მღვდელივით მოიქეცით“ - რეზო შატაკიშვილი
რეჟისორი, რევაზ შატაკიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ფარცხალაძეს დასცინოდით ბოსტანში ეკლესია უდგასო და მთელი ქვეყანა აემაგ ბოსტნის ეკლესიის მღვდელივით მოიქეცით - ყველაფერი უცებ მიუტევეთ მაგასაც, ლაგამაწყვწტილ თურნავასაც, სალომესაც, რომელმაც მოქალაქეობა არ შეუწყვიტა, მათაც ვინც მთელი ქონება ანზორ-ანდრიას გადაუფორმა.... ყველას უცებ აპატიეთ და ნინო სუხიშვილის ანათემით დაკავდით.
თუალთა თქუენთა არ ენახოს:
■ ფარცხალაძის კინტაურის
■ ნათელა თურნავას ჯეირანის
■ სალომეს ჯუთას
■ ხიხოს დავლურის
■ კობახიძის ხანჯლურის მეტი.
(ფაფახი კი ადევს კობახიძეს)“, - წერს შატაკიშვილი.