თეგებით ძიება

ოპოზიციას როცა სჭირდება, პრეზიდენტთან დაძუნძულებენ, როცა ხვდებიან, რომ რაღაც სამაგალითოდ არ ხდება, დედის გინებაზე გადადიან - ბექა ოდიშერია

როცა სჭირდებათ, პრეზიდენტთან დაძუნძულებენ, როცა ხვდებიან, რომ რაღაც სამაგალითოდ არ ხდება, დედის გინებაზე გადადიან - პრეზიდენტის პაუზამ მოახერხა ის, რომ „ქართული ოცნება“ და რადიკალური ოპოზიცია პოზიციაში დაემთხვა ერთმანეთს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ ოთარ ფარცხალაძის მოქალაქეობასთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიციის კომენტირებისას განაცხადა.

კითხვაზე, როგორია მათი პოზიცია და სურთ თუ არა ფარცხალაძეს შეუწყდეს მოქალაქეობა, ოდიშარიას პასუხია - „ჩვენ არც გვინდა და არც არ გვინდა“.

მისივე თქმით, სამართლებრივად პრეზიდენტის გადაწყვეტილება არაფერს ცვლის, რადგან მიუხედავად მოქალაქეობისა, პირი ქართული მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარსდგეს. ოდიშარია ვარაუდობს, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება ფარცხალაძის თემას დღის წესრიგში დატოვებს და ამით სარგებლობას ოპოზიცია შეეცდება.

„სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ელოდებოდა დაუყოვნებლივ იუსტიციის სამინისტროდან შესაბამის დასკვნას, რის საფუძველზეც მოახდენდა იმწუთასვე მოქალაქეობის გაუქმებას ფარცხალაძისთვის. იუსტიციის სამინისტრომ ბუნებრივია, აღასრულა პრეზიდენტის მოწოდება და მას უმოკლეს ვადაში, მეორე დღეს მიაწოდა შესაბამისი დოკუმენტაცია. ამის შემდეგ პაუზამ გამოიწვია საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა და უფრო სწორად, ამ პაუზამ მოახერხა ის, რომ „ქართული ოცნება“ და რადიკალური ოპოზიცია ამ პოზიციაში დაემთხვა ერთმანეთს. ბუნებრივია, ჩვენ კორექტულად ვსაუბრობთ ამის შესახებ და გვაინტერესებს ობიექტური მიზეზები. რადიკალური ოპოზიცია მას ბრიყვს, არაკვალიფიციურს უწოდებს და შეურაცხყოფას აყენებს, როგორც ამას აკეთებდნენ არჩევნების დროს. როცა სჭირდებათ ქალბატონ სალომესთან დაძუნძულებენ, როცა ხვდებიან, რომ რაღაც სამაგალითოდ არ ხდება, იმწუთასვე გადადიან დედის გინებაზე.

რაც შეეხება თემას, სამართლებრივი საკითხი და ფაბულა განიმარტა, რომ ეს ერთი მეორეს არ უშლის არავითარ შემთხვევაში - ნებისმიერი მოქალაქე თუ ის სისხლის სამართლის დანაშაულს ჩაიდენს, აგებს კიდეც პასუხს სრული სიმკაცრით ქართული მართლმსაჯულების წინაშე. ახლა ჩვენ ვარაუდი გვაქვს, რომ მიზანია დღის წესრიგში დარჩეს ეს თემა და რადიკალურ ოპოზიციას მიეცემა რყევის საშუალება ადამიანზე, რომელთან დაკავშირებითაც ძალიან მარტივად შეიძლება მიღებულ იქნას გადაწყვეტილება, მას შემდეგ, რაც სუს-ი დაამთავრებს მოკვლევას და გაკეთდება დასკვნები, მართლმსაჯულების საფუძველზე, ქართული ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ან მოხდება მისი დასანქცირება ან არა. თქვენ მკითხეთ, რატომ გინდათ მოქალაქეობა შეუწყვიტოთო და ჩვენ არც გვინდა და არც არ გვინდა. ჩვენ უბრალოდ მივყევით ქალბატონი სალომეს განცხადებას, რომელმაც მოუწოდა იუსტიციის სამინისტროს, მისთვის გადაეცა დოკუმენტია, რის საფუძველზეც დაუყოვნებლივ ჩამოართმევდა მოქალაქეობას. ეს რომ არ მოხდა, 3 დღიანმა პაუზამ გამოიწვია ის, რომ ოპოზიცია გადავიდა კვლავ მის ლანძღვაზე, „ქართული ოცნებაც“ დარჩა გაკვირვებული და გაჩნდა ლეგიტიმური შეკითხვები, რადგან ეს სამართლებრივად არ უშლის ფარცხალაძის მიმართ პროცესუალური თემების განხორციელებას და მეორე საკითხია, ეს რატომ ხდება. თუ ანალიზს გავაკეთებთ, ეს გამოიწვევს იმას, რომ საკითხი დარჩება დღის წესრიგში და პარაზიტული პოლიტიკური პარტიები დაასხდებიან ისევ ამ თემას, რადგან სხვა თემა არ აქვთ,“ - განაცხადა ოდიშარიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა