შოვის სტიქიის შესახებ საბოლოო დასკვნებში საქართველოსთან ერთდ შვეიცარიული კომპანიაც იმუშავებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით შოვის სტიქიის გამომწვევი მიზეზების შესახებ საბოლოო დასკვნას ქართველი სპეციალისტები შვეიცარიულ კომპანიასთან თანამშრომლობით მოამზადებენ და სახელმწიფო შვეიცარიულ კომპანიას “GEOTEST-ს” ამ დოკუმენტზე მუშაობისთვის ბიუჯეტიდან 42 000 ევროს გადაუხდის.
“2023 წლის 3 აგვისტოს მდ. ბუბისწყლის აუზში განვითარებულ სტიქიურ მოვლენასთან დაკავშირებით საზოგადოებას გააჩნია ლეგიტიმური კითხვები და საჭიროა მას უმოკლეს ვადებში გაეცეს პასუხი”, – ნათქვამია გაეროს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.