მიკროჩიპებს უკვე ადამიანებზეც გამოცდიან - რა ინფორმაცია ვრცელდება?
ილონ მასკის კომპანია Neuralink-მა აშშ-ის ეთიკის დამოუკიდებელი კომიტეტისგან მიიღო უფლება, რომ მიკროჩიპები უკვე ადამიანებზე და ადამიანის ტვინზე გამოსცადონ.
კომპანიამ ოფიციალურ ვებსაიტზე გამოაქვეყნა განცხადება, სადაც წერენ, რომ უკვე დაიწყეს მოხალისეების შერჩევა.
Neuralink-ი განიხილავს ყველა ისეთ პაციენტს, რომელსაც ამიოტროფული გვერდითი სკლეროზის, ან ზურგის ტვინის დაზიანების გამო მოძრაობის უნარი შეზღუდული აქვს.
პარალიზებულ ადამიანებს საშუალება ეძლევათ, რომ Neuralink-ის საიტზე რეგისტრაცია გაიარონ და კვლევაში მიიღონ მონაწილეობა. კომპანიის განცხადებაში არაა ნათქვამი, კონკრეტულად რამდენი პაციენტის ჩართვას აპირებენ კვლევაში.
სპეციალისტები პარალიზებული ადამიანების ტვინის იმ მონაკვეთში, რომელიც მოძრაობაზეა პასუხისმგებელი, მიკროჩიპს ჩასვამენ.
წყარო: ambebi.ge