თეგებით ძიება

როგორ მოვიქცეთ, რომ ბარაქის ხემ ოჯახში ფული მართლაც მოგვიტანოს?

არავინ იცის, როდის გაჩნდა ლეგენდა ფულის ხის შესახებ, მაგრამ ფაქტია, რომ მრავალ ადამიანს სჯერა მისი. ფულის, იგივე ბარაქის ხე დღეს თითქმის ყოველ მეორე ქართულ ოჯახში დგას. როგორ მოვაშენოთ და მოვუაროთ ამ მცენარეს ისე, რომ მართლაც "წაეშველოს" ჩვენს ჯიბესა თუ საფულეს?

ფულის ხე მაღაზიაშიც შეიძლება შეიძინოთ, მაგრამ იმისთვის, რომ მან ბარაქა მოგიტანოთ, უმჯობესია, თუ თავად მოაშენებთ. ამისათვის ერთი ფოთოლიც საკმარისია, რომელიც, სასურველია, სხვის ხეს მალულად მოაცალოთ.

ფულის ხე ბინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში უნდა დადგათ, იდეალურ შემთხვევაში, ფანჯრის რაფაზე. ბინის სწორედ ეს ნაწილი განსაზღვრავს ოჯახში სიმდიდრეს, ამიტომაც არის ბარაქის ხისთვის ფანჯრის რაფა ყველაზე შესაფერისი ადგილი.

ხშირად, „ფულის ხესთან“ ერთად ქოთანში სხვადასხვა მონეტებს ყრიან - ეს ეფექტის გასაძლიერებლად. იმავე მიზნისთვის ფულის ხეს საახალწლოდ მონეტებითა და ფულის კუპიურებით რთავენ.

იმასაც ამბობენ, რომ, თუკი „ფულის ხეს“ ახალი, მბზინავი საფარი წამოეზრდება და სწრაფად ზრდას დაიწყებს, ეს სასიამოვნო ფინანსურ მოულოდნელობებზე მიგანიშნებთ. ხოლო თუკი ხე ჭკნება ან მას ფოთლები სცვივა, მაშინ ფინანსურ სირთულეებს უნდა ელოდოთ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა