„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
,,ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 სექტემბერს 10:30-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ზაჰესში;
10:30-დან 18:30 საათამდე აბონენტებს სოფელ გლდანში;
11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში გუდაური, ქუმლისციხე, დარიალი, ზაქათკარი და მიმდებარე სოფლებში;
12:00-დან 17:30 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში სიონი, გარბანი, სტეფანწმინდა, ფანშეტი და მიმდებარე სოფლებში,
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება", - აცხადებენ კომპანიაში.