როგორ გავიუმჯობესოთ ცხოვრება? - მარტივი რჩევები
გთავაზობთ რჩევებს, თუ როგორ გავიუმჯობესოთ ცხოვრება მცირე ძალისხმევით:
1. დააკვირდით, რა არის თქვენი სუსტი წერტილი კამათის დროს და დაიმახსოვრეთ ის.
2. მიირთვით ხილი სამსახურში, ასევე ძილის წინ.
3. დარგეთ გაზაფხულზე მცენარეები, თუნდაც ქოთანში.
4. გააგზავნეთ ტექსტის ნაცვლად ხმოვანი შეტყობინება.
5. შეინახეთ თქვენი შვილების ნახატები. მოათავსეთ ისინი საუკეთესო ჩარჩოებში.
6. გამოყავით დღეში 10 წუთი, რომ გააკეთოთ ის, რაც ნამდვილად მოგწონთ – თუნდაც წაიკითხეთ წიგნის 1 თავი.
7. დაიწყეთ შაბათის დილა მშვიდი კლასიკური მუსიკის მოსმენით.
8. ყოველთვის მზად იყავით, რომ შესაძლოა მატარებელმა გაგასწროთ.
9. უხეში უცხო ადამიანების მიმართ იყავით თავაზიანი.
10. დასვით შეკითხვები და გულდასმით მოუსმინეთ პასუხებს.
11. ფეხშიშველმა ისეირნეთ ბუნებაში რამდენიმე წუთის განმავლობაში მაშინაც კი, როცა ცივა.
12. გაწევრიანდით ადგილობრივ ბიბლიოთეკაში.
13. ისეირნეთ ტელეფონის გარეშე.
14. თუ იპოვით ტანსაცმელს, რომელიც მოგეწონებათ და დარწმუნებული იქნებით, რომ სამუდამოდ ჩაიცვამთ, იყიდეთ სამი.
15. დაურეკეთ ძველ მეგობარს.
16. ნუ შეინახავთ ნივთებს „საუკეთესო მომენტებისთვის“. გამოიყენეთ ისინი - ისიამოვნეთ.
17. ჩამოწერეთ სამი რამ, რისთვისაც მადლობელი ხართ.
18. შეინახეთ გასაღები ერთსა და იმავე ადგილას.
19. თავაზიანად თქვით უარი მოწვევაზე, თუ არ გსურთ წვეულებაზე წასვლა.
20. გაიღვიძეთ 15 წუთით ადრე.
წყარო: https://www.theguardian.com/lifeandstyle/2022/jan/01/marginal-gains-100-ways-to-improve-your-life-without-really-trying