თეგებით ძიება

დღეს ქეთევანობაა - რომელი ლოცვები უნდა წარმოთქვათ ამ დღეს

26 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის ხსენებას აღნიშნავს. ეს მისი მოწამეობრივი აღსასრულის დღეა.

 

აი, რომელი ლოცვები უნდა წარმოთქვათ ამ დღეს:

ტროპარი

დიდებულებაი საწუთოსა მოიძულე, დედოფალსა ცათა და ქუეყანისასა ეზიარე, დედოფალო ქეთევან, ხორცნი მოიწუენ სიძისა შენისა ქრისტესთვის, მას ევედრე ჩუენ მონათა შენთა ქართველთათვის.

ტროპარი

მოწყლულმან სურვილითა საღმრთოთა წყლულებანი მრავალნი თავს ისხენ და ტანჯვათა ფერადობანი ახოვნად დაითმინენ, ვინაიცა წარმავალისა დედოფლობისა წილ სუფევაი ზეცისა დაიმკვიდრე, სამგზის სანატრელო ქეთევან, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

 

კონდაკი

ითვისებს თვისსა და შეიტკბობს მისთვის მოწყლულსა, ზეცათა დედოფალი ქუეყნიერსა დედოფალსა, ასული დავითისი ყოვლადუხრწნელი მარიამ სანატრელსა ქეთევანს, დავითის ტომით აღმოსრულსა, რომელმან საქმით აჩუენა თვისება მისი, და აწ გვირგვინითა შემკული წინაშე მისსა იღუწის ჩუენ ყოველთათვის.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა