ძლიერმა აფეთქებამ 20 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა - რა საზარელი ინფორმაცია ვრცელდება?
სომხეთის მედიასაშუალებები ავრცელებენ პირველ ცნობებს ყარაბაღში, საწვავის საცავის ტერიტორიაზე მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად დაღუპულთა შესახებ. მათი წყაროა არცახის(ყარაბაღის) საინფორმაციო შტაბი, რომლის მონაცემებით, 7 დაშავებული საავადმყოფოში გარდაიცვალა. 13 ამოუცნობი გვამია ექსპერტიზის ადგილობრივ ბიუროში.
შტაბის თანახმად, სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებამ და რუსეთის სამშვიდობო ძალების სამედიცინო პუნქტმა მიიღეს დაახლოებით 290 პაციენტი სხვადასხვა ხარისხის დამწვრობით. რამდენიმე ათეულის მდგომარეობა კრიტიკულია. ბევრი დაკარგულად ითვლება.
25 სექტემბერს ღამით, ძლიერი აფეთქება მოხდა სტეფანაკერტი-ასკერანის საავტომობილო გზასთან მდებარე საწვავის საცავში. აფეთქების გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.