თეგებით ძიება

ოკუპირებულ აფხაზეთში 1-ელ ოქტომბერს ჯარში გაწვევა იწყება

ოკუპირებული აფხაზეთში 1-ლი ოქტომბრიდან ე.წ. შეიარაღებულ ძალებში გაწვევა იწყება. შესაბამის ბრძანებულებას დე ფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა. ინფორმაციას Apsadgil.info ავრცელებს.

დე ფაქტო ლიდერის ბრძანებულების მიხედვით, გაწვევა ეხება 18-დან 27 წლამდე კაცებს. ასევე ჯარიდან თადარიგში გადავლენ პირები, რომლებსაც სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადა ამოეწურათ.

შესაბამისი დავალებების შესრულება სოხუმის და სხვა რაიონების დე ფაქტო ხელმძღვანელებს დაევალათ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა