თეგებით ძიება
26. 09. 2023 მსოფლიო

ბოროტი ადამიანი ვარ - რას ამბობს ბავშვთა სერიული მკვლელი?

ჩვილების სერიული მკვლელი მედდის, ლუსი ლეტბის საქმეს 2024 წლის 10 ივნისს სასამართლო ხელახლა განიხილავს.

მიუხედავად იმისა, რომ აგვისტოში სასამართლომ ლეტბი შვიდი ჩვილის მკვლელობასა და მკვლელობის ექვს მცდელობაში დამნაშავედ ცნო და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა, ნაფიცმა მსაჯულებმა ლეტბისთვის წარდგენილ ექვს ბრალდებაზე ვერდიქტი ვერ გამოიტანეს.

შვიდი ჩვილის მკვლელობის გარდა, ლეტბის სამი გოგოსა და ორი ბიჭის მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად. პროკურატურის თქმით, 2024 წლის ივნისში ხელახალ სასამართლოზე ამ ბრალდებებიდან მხოლოდ ერთი განიხილება.

ბრიტანეთის თანამედროვე ისტორიაში მას "ბავშვთა სერიულ მკვლელს" უწოდებენ. ცნობილია ისიც, რომ ქალმა კიდევ 6 ბავშვის მოკვლაც სცადა. ლუსი ლეტბი დამნაშავედ ნაფიცმა მსაჯულებმა ცნეს. 

"მე არ ვიმსახურებ ცხოვრებას. მე ისინი განზრახ მოვკალი, რადგან არ ვარ საკმარისად კარგი მათზე ზრუნვისთვის. მე საშინელი, ბოროტი ადამიანი ვარ. ეს მე გავაკეთე", - თქვა ლუსი ლეტბიმ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა