თეგებით ძიება

"ღრმა მწუხარებით ვიუწყებით....“ - კლდისუბნის წმ.გიორგის სახელობის ტაძარი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

კლდისუბნის წმ.გიორგის სახელობის ტაძრის ფეისბუკ გვერდზე სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა. გარდაიცვალა ტაძრის მრევლი, მიხეილ გელაშვილი.

"ღრმა მწუხარებით ვიუწყებით, რომ გარდაიცვალა ჩვენი ტაძრის მრევლი, უსაყვარლესი პიროვნება, ძმა და მეგობარი, მიხეილ (მიშა) გელაშვილი.  

წმიდათა თანა განუსუენე ქრისტე, სულსა მონისა შენისასა მიხეილს, სადა იგი არა არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა, არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი. ჩვენი ტაძრის მრევლის სახელით ვუსამძიმრებთ მის ოჯახსა და ახლობლებს. ღმერთმა მიიბაროს მისი სული და დაუმკვიდროს მის უკვდავ სულს საუკუნო განსასვენებელი წმინდათა შორის მართალთასა უკუნისამდე ამინ!,“ - ნათქვამია სამძიმრის წერილში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა