თეგებით ძიება

კაცმა, რომელმაც ბოლნისში ცოლი მოკლა და შვილი დაჭრა, თვითდაზიანებები მიიყენა - ის კლინიკაშია გადაყვანილი

კაცი, რომელმაც ბოლნისში ცოლი მოკლა და შვილი დაჭრა, კლინიკაშია გადაყვანილი. მან თვითდაზიანებები მიიყენა და მძიმე მდგომარეობაშია. საავადმყოფოშია 15 წლის გოგოც, მას დაზიანებები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება ცოლ-ქმრის კიდევ ორი შვილი.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და და 118-ე მუხლებით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობასა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

შემთხვევა დღეს, გამთენიისას მოხდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა