თეგებით ძიება

4 წლის გაბ­რი­ელ და 8 წლის ნი­კო­ლოზ მი­შე­ლა­ძე­ებს სა­ზო­გა­დო­ე­ბის დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბათ

4 წლის გაბ­რი­ელ და 8 წლის ნი­კო­ლოზ მი­შე­ლა­ძე­ებს სა­ზო­გა­დო­ე­ბის დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბათ. ისი­ნი ახლა სამ­კურ­ნა­ლოდ სა­ბერ­ძნეთ­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან.

ბავ­შვე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ მათი ბე­ბია ეკა­ტე­რი­ნა ბოს­ტან­ჯი­ე­ვა ჰყვე­ბა:

"ნი­კო­ლოზს და­ბა­დე­ბი­დან გუ­ლის მან­კი და ას­თმა აქვს. ერთი ოპე­რა­ცია გა­და­ი­ტა­ნა, სტენ­ტი ჩა­ვუდ­გით და მუდ­მი­ვად სჭირ­დე­ბა მკურ­ნა­ლო­ბა. აქამ­დე ჩვე­ნი ხარ­ჯე­ბით ვმკურ­ნა­ლობ­დით, რი­თაც შე­მეძ­ლო, ყველ­გან ვმუ­შა­ობ­დი და ბავ­შვებს ვეხ­მა­რე­ბო­დი. სა­ქარ­თვე­ლო­დან სხვა­დას­ხვა ფონ­დიც დაგ­ვიდ­გა გვერ­დით და ბავ­შვე­ბის მე­დი­კა­მენ­ტე­ბი­სა და კლი­ნი­კის თან­ხებს ვიხ­დი­დით. მაგ­რამ, შემ­დეგ გაბ­რი­ე­ლის პრობ­ლე­მაც დაგ­ვე­მა­ტა...გაბ­რი­ელს ყე­ლის არე­ში ხრტი­ლო­ვა­ნი გა­მო­ნა­ზარ­დი აქვს, რაც ყლაპ­ვა­სა და სუნ­თქვა­ში ხელს უშ­ლის. თავ­და­პირ­ვე­ლად სი­ცხე­ე­ბი ჰქონ­და, ყელი და­უ­ჩირ­ქდა, ექიმ­თან მი­ვიყ­ვა­ნეთ და ეს დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს. 2 ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და, 1 კი­დევ სჭირ­დე­ბა, რომ ხრტი­ლო­ვა­ნი გა­მო­ნა­ზარ­დე­ბი ამოკ­ვე­თონ. დი­აგ­ნო­ზი სა­ქარ­თვე­ლო­ში და­უს­ვეს, შემ­დეგ კი სა­ბერ­ძნეთ­ში წა­მო­ვიყ­ვა­ნეთ.ბავ­შვე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის­თვის მე­დი­კა­მენ­ტე­ბი­სა და კლი­ნი­კის გზის თან­ხე­ბი გვე­სა­ჭი­რო­ე­ბა, თა­ვად უკვე ყვე­ლა რე­სურ­სი ამოვ­წუ­რეთ. სა­დაც შე­მიძ­ლია, ვმუ­შა­ობ, მაგ­რამ ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი წამ­ლე­ბი და მუდ­მი­ვი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა სჭირ­დე­ბათ. დედა ბავ­შვებ­თა­ნაა, მე მთე­ლი დღე გა­სუ­ლი ვარ სახ­ლი­დან. ჩემი შვი­ლი, ბავ­შვე­ბის მამა, 6 წე­ლია, პა­ტი­მა­რია. ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის პა­ტა­რა ბიზ­ნე­სი ჰქონ­და, რი­თაც ოჯახს არ­ჩენ­და, მაგ­რამ ერთ დღეს მე­გო­ბარ­მა უსა­ბუ­თო ნა­თე­სა­ვე­ბის წა­მო­მაყ­ვა­ნა სთხო­ვა და ამ ამ­ბავ­ზე და­ი­ჭი­რეს. ახლა ადა­მი­ა­ნე­ბის იმე­დი გვაქვს, რომ სა­ჭი­რო მე­დი­კა­მენ­ტე­ბი ვი­ყი­დოთ და გაბ­რი­ე­ლის ოპე­რა­ცი­ის თან­ხაც შე­ვაგ­რო­ვოთ." - ამ­ბობს ბავ­შვე­ბის ბე­ბია.

დახ­მა­რე­ბის მსურ­ვე­ლებს თან­ხის ჩა­რი­ცხვა შე­გიძ­ლი­ათ შემ­დეგ ან­გა­რი­შის ნომ­რებ­ზე:თი­ბი­სი ბან­კი:

GE50TB7397345061100100

სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი:GE97BG0000000127397700

ლი­ბერ­თი ბან­კი:GE08LB0711179063120000

სა­ბერ­ძნე­თის ბან­კის ან­გა­რი­ში:GR3501723560005356089093616

მიმ­ღე­ბი: ბოს­ტან­ჯი­ე­ვა ეკა­ტე­რი­ნა ( ბებო ) პ/ნ 10001012274


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა