"ჭრილობები ყელისა და სხეულის სხვა არეში აქვს მიყენებული..." - ვინ არის ქმრის მიერ მოკლული გოგო? (ვიდეო)
მოზარდი, რომელსაც დედა თვალწინ მოუკლეს, ბოლნისის პოლიციას ჩვენებას აძლევს. 15 წლის გოგო გამოკითხვაზე გავრცელებული იცნობით, კლინიკიდან გადაიყვანეს, ის დედის მკვლელობის პირდაპირი თვითმხილველია.
უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული კი მოზარდის მამაა, რომელმაც ცოლის მკვლელობის შემდეგ დანით დაზიანებები შვილსაც მიაყენა, საბოლოოდ კი თვითმკვლელობა სცადა.
არაოფიციალური ინფორმაციით, ბოლნისში დატრიალებული ტრაგედიის მიზეზი ეჭვიანობა გახდა.
იოანე კაზეიანს ჭრილობები ყელისა და სხეულის სხვა არეში აქვს მიყენებული, მამაკაცი მართვით სუნთქვაზე, უგონო მდგომარეობაში იმყოფება.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის და განზრახ დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.