თეგებით ძიება

"ვიღაც კაცი შემოიპარა სადარბაზოში, ხელში ძალიან დიდი ურო ეჭირა და ჩვენს ველოსიპედს იპარავდაო" - რას წერს მებო ნუცუბიძე?

მომღერალი, მებო ნუცუბიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მისი გაქურდვა სცადეს.

"ძალიან სტრესულ გარემოში ვცხოვრობთ. აი ისეთში, ბოლომდე რომ არაფერი არ შეგერგება ადამიანს.

საღამოს 10 საათია. სტუდიაში ვარ. მირეკავს ქეთი. შეშინებული ხმა აქვს: ვიღაც კაცი შემოიპარა სადარბაზოში, ხელში ძალიან დიდი ურო ეჭირა და ჩვენს ველოსიპედს იპარავდაო.

ხო. არ გეჩვენებათ. უცხო კაცი. უროთი შეიარაღებული უცხო კაცი.

სახლში ახალი დაბრუნებული რომ ხარ, გინდა დაჯდე, დაისვენო, იფიქრო მომავალზე, გეგმები დაალაგო და ამ დროს გესმის ბრახუნი: ვიღაც რაღაცას ანგრევს. ხმაური რომ არ ჩერდება, ეჭვდები. მერე ველოსიპედის პედლების ხმა გესმის და ხვდები, რომ ვიღაც გძარცვავს. ფაქტობრივად, საკუთარ სახლში გივარდება.

ჩვენი სადარბაზოს კარი ყოველთვის ავტომატურად იკეტება. მაგრამ, როგორც ჩანს, სადარბაზოს კოდი უკვე გაბაზრებულია უბანში. იმ უბანში, სადაც სახლის კარს არასდროს ვკეტავდით. დედაჩემს დღემდე ღია აქვს კარი, ნებისმიერ დროს. 

ველოსიპედი ვეღარ მოიპარეს. ქეთიმ ძალა მოიკრიბა და გაუვარდა ქურდს. ახლავე გაანებე ველოსიპედს თავი, თორემ პოლიციაში დავრეკავო. იმანაც, უცბად დააგდო თითქმის სადარბაზოდან გატანილი ველოსიპედი და თავქუდმოგლეჯილი გაიქცა. 

ველოსიპედი კი გადავარჩინეთ და არც არავინ დაზარალებულა, მაგრამ საგანგაშო მაინც სხვა რამეა: სიმშვიდისა და უსაფრთხოების გრძნობა საერთოდ რომ აღარ გვაქვს. არავის.

რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, როგორც არ უნდა ვცხოვრობდეთ, სახლში დაბრუნებულს არ გვაქვს სიმშვიდის, უსაფრთხოებისა და გარანტირებული მომავლის რწმენა. 

ყველას გვეშინია. 

ყველანი სტრესში ვართ. 

მათ შორის ის ქურდიც, რომელიც იმდენად სასოწარკვეთილია, რომ დაღამებასაც აღარ ელოდება ველოსიპედის მოსაპარად", - წერს მომღერალი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა