თეგებით ძიება

„ბოტასების ქურდს გადააყოლეს ქვეყნის ფინანსური სტაბილურობა ქოცებმა! ჩამოანგრიეს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, რომ უბრძოლველად გადასცენ საქართველო რუსეთს“ - ბაია პატარაია

უფლებადამცველი, ბაია პატარაია საქართველოს ეროვნულ ბანკში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს.

„ჩამოიშალა ერთ-ერთი ყველაზე კარგად აწყობილი ინსტიტუტი - ეროვნული ბანკი, განცხადებას განცხადებაზე წერენ იქ მომუშავე წესიერი პროფესიონალები.  

და რატომ? მხოლოდ იმიტომ რომ გარუსებული ქართული ოცნება და მისი გამილიონერებული ჩინოვნიკები, (თურნავას თამადობით), კაგებეშნიკი ფარცხალაძის გადარჩენას ცდილობენ. 

ბოტასების ქურდს გადააყოლეს ქვეყნის ფინანსური სტაბილურობა ქოცებმა!

ქოცებმა ჩამოანგრიეს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, რომ უბრძოლველად გადასცენ საქართველო რუსეთს. რა საჭიროა ჯარის შემოყვანა, როცა ქვეყანას კაგებე მართავს?!

ეს ქვეყანა გადასარჩენია ბიძინასგან და მისი წურბელა წულუკიან-თურნავა-კობახიძეებისაგან! ახლა უფრო მეტად ვჭირდებით სამშობლოს ვიდრე როდესმე - ხალხმა უნდა გადაარჩინოს ეს ქვეყანა და არა მესიანისტურმა ლიდერმა. ნუ ელოდებით ლიდერს, აიღეთ სადავეები რიგითმა ადამიანებმა. ბოლოს და ბოლოს ევროპული დემოკრატია ხალხის მმართველობაა და არა მესიანისტური ლიდერების“, - წერს პატარაია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა