თეგებით ძიება

WhatsApp-ი რუს მომხმარებლებს არხების შექმნის უფლებას არ მისცემს

The Moscow Times-ის ინფორმაციით, WhatsApp-ი რუს მომხმარებლებს არხების შექმნის უფლებას არ მისცემს - რუსეთში არ აამოქმედებს არხების სერვის WA Channels-ს. სხვა ქვეყნებში ეს შესაძლებლობა რამდენიმე კვირაში გაჩნდება.

"პროდუქტი უახლოეს მომავალში არ იქნება მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი რუსეთში,"-  განუცხადა Meta-ს ​წარმომადგენელმა გამოცემას.

ცნობისთვის, რუსეთის ხელისუფლება Meta-ს "ექსტრემისტულ ორგანიზაციად" მიიჩნევს. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთში დაიბლოკა ასობით ათასი ვებგვერდი და სოციალური ქსელი. მათ შორის, Facebook-ი, Instagram-ი და Twitter-ი.

დაბლოკვის გვერდის ასავლელად მომხმარებლები VPN-ს იყენებენ, რომლებსაც ასევე ბლოკავს რუსეთის ხელისუფლება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა