"გულს მიკლავს ამბავი, რომ ბავშვებიც არიან მოკლული" - რა სამწუხარო ინფორმაციაზე წერს მიშა მშვილდაძე?
მიშა მშვილდაძე სოციალურ ქსელში სომხეთში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.
"სომეხ ხალხს მხნეობას და გამძლეობას ვუსურვებ ამ მძიმე დროს.
ვწუხვარ მათი დანაკარგის გამო ჯარისკაცების და მოქალაქეების სახით და გულს მიკლავს ამბავი, რომ ბავშვებიც არიან მოკლული.
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრეცედენტი რეგიონში საქართველოსთვის ვინმეს შეიძლება პერსპექტიულადაც მოეჩვენოს, მაგრამ ფორმა, როგორც განხორციელდა უბრალოდ მიუღებელი და დიდი საფრთხის შემცველია - რომ მოლაპარაკება შეუძლებელია და სამხედრო ძალის გარეშე არ გვარდება - მორევაზეა - ზოგადად კიდე, ახლა ცოტა ისეთ განწყობაზე ვარ, რომ გავარტყი ყველაფერს, რისთვისაც ბავშვები უნდა მოკლა - აი საერთოდ ყველაფერს - მტრის შვილი, თუნდაც.
პაშინიანს ვუსურვებ გამძლეობას აგრეთვე, უნიკალური გზით მიჰყავს თავისი ხალხი რეალური დამოუკიდებლობისკენ და ურთულესი გზა აქვს გასავლელი და ძალიან მინდა ვუსურვო, რომ გაძლოს და ბოლომდე მიიყვანოს თავისი ქვეყანა და ხალხი, რომელიც დარწმუნებული ვარ, იმ სიბრძნეს კვლავ გამოიჩენს, რამაც ამხელა ისტორია გამოატარა და დღემდე მოიყვანა - ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენსავით არ ჩაუგდებენ ძალაუფლებას გადაცმულ რუსებს და ძალიან გაუფრთხილდებიან ამ ტკივილიან და მძიმე, მაგრამ უალტერნატივო და პერსპექტიულ თავისუფლებას, რომელიც ამ მომენტისთვის უკვე და ჯერ კიდევ აქვთ", - წერს მშვილდაძე.