თეგებით ძიება

"მე მჭირდება მენდოთ..." - რას წერს არჩილ გამზარდია?

ჟურნალისტი, არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში სტუდენტების შესახებ წერს. 

"სუხიშვილის ამბებზე გამახსენდა, უნივერსიტეტში, არჩევითი საგნის სტუდენტები პირველ ლექციაზე რომ შემოვიდოდნენ, პირველ რიგში, ვეუბნებოდი დაახლოებით ასეთ ტექსტს:

"მეგობრებო, თქვენ თქვენი სურვილით აირჩიეთ ეს საგანი, მაშინ, როდესაც შეგეძლოთ აგერჩიათ არაერთი სხვა და დარჩა ბევრი მსურველი, რომლებსაც ადგილი არ შეხვდათ. 

ამიერიდან, ჩათვალეთ, რომ თქვენ ხართ ჯარში, ჩემი ამოცანაა გასწავლოთ როგორ გადაირჩინოთ თავი იმ სოციალურ ომში, რომელშიც გახვალთ სტუდენტობიდანვე ან უნივერსიტეტის დასრულების შემდგომ.

მე მჭირდება მენდოთ და არ დაიწყოთ წუწუნი სწავლის პროცესში, დავალებებში, გამოცდებში, რადგან სადაც დაგითმობთ მე, იქ არ დაგითმობთ საკუთარი თავი და მომავალი."

დაახლოებით ასე.

ალბათ ამიტომაც ეძახდნენ ილიაუნიში ჩვენს სწავლას "რგგ-ს ჯარს", რომელზეც წლების განმავლობაში ლეგენდები დადიოდა. 

ახლაც ნახევრადიუმორით იხსენებენ ძველი სტუდენტები გათენებულ ღამეებს  და შრომაში დაღამებულ დღეებს.

ჰოდა, ამიტომ, მწვრთნელის და შეგირდის თემაზე ფრთხილად იმსჯელეთ, მით უმეტეს იმ ხალხმა, ვინც აზრზე არ ხართ მწვრთნელ-მასწავლებლის თვითვალდებულების განცდასა და პასუხისმგებლობაზე.

დამატება: პ.ს. ცხადია, ყველანაირი დისციპლინა უნდა ზრუნავდეს შეგირდის თვითშეფასების, თვითვალდებულობის და შრომის გაზრდაზე და არა პირიქით", - წერს გამზარდია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა