თეგებით ძიება

5 ავტობუსს ვუშვებ რომ მერე რამენაირად ავეკვეხო.... ეს არის ადამიანების გაწირვა, დაცინვა, გამასხარავება - მოქალაქეები მერიას მიმართავენ

ეს ტექსტი სურათებით ჩვენს ჯგუფში დადო მოქალაქემ - ფეისბუქ-გვერდი „ჩემი ქალაქი მკლავს“ შემდეგ შინაარსის ინფორმაციას ავრცელებს:

"მოკლედ აი, ამაზე მეტი საშინელება თუ რამე არის აღარ მგონია... წარმოიდგინეთ 6 საათზე გამოვდივარ სამსახურიდან და სახლში მივდივარ 9 საათზე, ეს ადგილი ალბათ გეცნობათ ( სარაჯიშვილი - დიდი დიღომი ავტობუსის ნომრები 293-321 ) პიკის საათებში 6 იდან - 8, 8:30-მდე გადაჭედილია, ფაქტიურად 5 ავტობუსს ვუშვებ რომ მერე რამენაირად ავეკვეხო.... ასე ხომ არ შეიძლება, ეს არის ადამიანების გაწირვა, დაცინვა, გამასხარავება... ხომ არის შესაძლებელი 2-3 ავტობუსი დაამატონ ამ ხაზზე? ან 293  ნომერი, პატარა ავტობუსი მოხსნას და დაამატონ დიდი რამოდენიმე.... ეს არის საშინელება ხალხო, ნუ არ ვიცი .. წარმოიდგინეთ სამსახურიდან დაღლილი მთელი დღის ნამუშევარი კიდევ 2, 2 საათ ნახევარი დგახარ გაჩერებაზე.. სახლში მისულს კიდევ აღარაფრის დრო აღარ გრჩება))) გთხოვთ, გადააზიარეთ ან რავიცი, მიაწვდინეთ ხმა რამენაირად ბატონ კალაძეს))) ჩვენც ვვარსებობთ და გვინდა ნორმალური ცხოვრება, კარგზე აღარაფერს ვამბობ..." - ვკითხულობთ ინფორმაციაში. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა