"ნასვამი იყო და ჩემს მეუღლეს აუშარდა, მანქანას აქ რატომ აჩერებო...“ - რას ამბობს აშშ-ში მოკლული კაცის მეუღლე?
აშშ-ში ქართველმა ქართველი მოკლა. შემთხვევა ორი კვირის წინ. მოკლული 43 წლის მამუკა ყულოშვილია და ხოლო ბრალდებული გიორგი ხაჟალია. არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი მოუვიდათ. დაპირისპირება მოხდა ბრუკლინში, მათივე საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ. არსებული ინფორმაციით, მამაკაცები მეგობრები იყვნენ და ერთად ცხოვრობდნენ. ხოლო კონფლიქტამდე კორპუსთან ალკოჰოლს სვამდნენ.
ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ხოლო შემდეგ ხაჯალიამ ყულოშვილს ცივი იარაღით 15-მდე ჭრილობა მიაყენა. ყულოშვილი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს და მომხდარიდან ორი კვირის შემდეგ, მამაკაცი გარდაიცვალა.
სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია. მეზობლები მედიასთან ჰყვებიან, რომ მამაკაცებს შორის ხშირად იყო კონფლიქტი.
მედიის ცნობით, ორივე მათგანი ქართველი ემიგრანტები არიან. მათივე ინფორმაციით, არც მოკლულს და არც სავარაუდო მკვლელს მანამდე კანონთან პრობლემები არ ჰქონიათ.
ინფორმაცია, რომ ბრალდებული და მოკლული მეგობრები იყვნენ უარყოფს ყულოშვილის მეუღლე:
"ჩემი მეუღლე მუშაობდა, დილით მიდიოდა, საღამოს ბრუნდებოდა. გიორგი ხაჟალია მთელი დღე დაწანწალებდა ნასვამი ქუჩაში... კვირას სახლში მისულს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გიორგი ხაჟალია აუშარდა, მანქანას აქ რატომ აჩერებო. მამუკას უთქვამს, დაღლილი ვარ, დილით ვისაუბროთო. ამას დაუთრევია, უგინებია, ამის შემდეგ მოუვიდათ შეკამათება.
მამუკა მკვლელთან არ მეგობრობდა, პირიქით. ხაჟალიას მკვლელის, ნარკომანის ვიზუალი ჰქონა, იმ სახლის დატოვებასაც გეგმავდა მამუკა, სადაც იყო. "- ამბობს ნანიკო ჯერენაშვილი "ტვ პირველთან" საუბრისას.