არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენ სხვა პლატფორმიდან მოგვიწიოს ბრძოლა - ნიკა მელია
„არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენ სხვა პლატფორმიდან მოგვიწიოს ბრძოლა“, - ამის შესახებ „ენმ“-ს წევრმა ნიკა მელიამ „მთავარი არხის“ ეთერში „ენმ“-ში დარჩენის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, პარტიაში ფუნდამენტური განსხვავებებია ბევრ საკითხთან მიმართებით.
„ყველამ ვიცით, რომ ჩვენთან პარტიაში მძიმე რეალობაა. გამოსავალს ერთობაში ვხედავ, მაგრამ ეს ერთობა არ შეიძლება აღქმული იყოს მხოლოდ ერთ საარჩევნო სიაში ან ერთ პარტიულ სტრუქტურაში ან მომავალ პოლიტიკურ ცხოვრებაში ერთად ყოფნაში. პარტიის თავმჯდომარის არჩევნები არაფერ შუაშია მას შემდეგ რაც მოხდა.
არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენ სხვა პლატფორმიდან მოგვიწიოს ბრძოლა, მაგრამ ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი, ეს არ არის არც 10-20-30 ადამიანის გადასაწყვეტი, მაგრამ ვთანხმდებით რომ ერთ ორბიტაზე საერთო მიზნის გარშემო აუცილებლად ვიქნებით“, - აცხადებს ნიკა მელია.