"ხშირად მსმენია, მორწმუნეები რატომ გამოირჩევიან დიდი აგრესიით და სიძულვილის ენით საუბრით" - რას წერს პეტრე კოლხი?
სოციალურ ქსელში პეტრე კოლხი წერს, რომ ხშირად მსმენია, მორწმუნეები რატომ გამოირჩევიან დიდი აგრესიით.
"ხშირად მსმენია, მორწმუნეები რატომ გამოირჩევიან დიდი აგრესიით და სიძულვილის ენით საუბრით, პირიქით ხომ უნდა ხდებოდეს, სულ ტაძარში დგანანო?!
პასუხი მარტივია-ტაძარში სპილენძის შანდალიც დგას.
მორწმუნეობა არ ნიშნავს მარტო ეკლესიაში სიარულს. თუ სიყვარული და მიტევების უნარი არ გაგაჩნია, წირვაზე დგომა შირმაა, რომლითაც თავს იწონებ ადამიანების წინაშე.
ღვთისმოშიშისგან სიმშვიდე და სიკეთე მოდის.
ტაძრები კი გაივსო ფარისევლებით. თავად არაფერი იციან და სხვას ჭკუას არიგებენ. თუ არ მოუსმინეს, მერე შეურაცხყოფაზე გადადიან და ჯოჯოხეთის ცეცხლით იმუქრებიან…
ასეთებთან არ არის სიმართლე, იქ მხოლოდ სიყალბე და ზედაპირულობაა!", - წერს პეტრე კოლხი.