თეგებით ძიება

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება, რაც კეთილდღეობას და ორმხრივ სარგებელს მოუტანს ჩვენს დიდ ერებს - ირაკლი ღარიბაშვილი

ჩემთვის დიდი პატივია მოგმართოთ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით გამართულ წვეულებაზე, სადაც ღირსშესანიშნავი ქვეყნის დაარსებას აღვნიშნავთ; იმ ქვეყნისას, რომელიც გამოირჩევა თავისი მდიდარი კულტურით, ისტორიითა და წარმოუდგენელი მიღწევებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 74 წლისთავის აღსანიშნავ ოფიციალურ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც პრემიერი მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ჩინეთის გასაოცარმა ცივილიზაციამ, რომელიც უხვადაა გაჯერებული ტრადიციებითა და სიმბოლიზმით, მოიპოვა საყოველთაო აღფრთოვანება მისი უსაზღვრო სიღრმით.

“ჩინეთის კულტურული სიმდიდრე ცხადყოფს ადამიანის იდენტობის ჩამოყალიბებაში ტრადიციის მატარებელ ძალას და ეფექტს.

ჩინეთის კულტურა, რომელიც ათასწლეულებს მოიცავს, გულისხმობს კონფუციანელობას, ხაზს უსვამს პატივისცემასა და იერარქიას, დაოიზმის ჰარმონიას ბუნებასთან და წონასწორობასთან, ტრაპეზში ჩაის როლს და სტუმართმოყვარეობას. ჩინური კალიგრაფია ხოტბას ასხამს ესთეტიკას, ხოლო ჩინეთის დიდი კედელი ისტორიისა და მიზანდასახულობის სიმბოლოა.

მართლაც აღმაფრთოვანებელია, თუ როგორ მოახდინა ჩინეთმა თავისი წინაპრების სიბრძნის საფუძველზე, შეუფერხებლად გააერთიანებინა ტრადიციული ღირებულებები უახლეს ტექნოლოგიებთან და ინოვაციურ სტრატეგიებთან და გადაქცეულიყო გლობალური ეკონომიკის მამოძრავებელ ძალად. ძველისა და ახლის ეს ჰარმონიული შერწყმა ცხადყოფს, რომ ჩინეთის წინსვლა განპირობებულია არა მხოლოდ მისი სამომავლო ამბიციებით, არამედ ისტორიული მემკვიდრეობის, როგორც ძალისა და შთაგონების წყაროს, მიმღებლობის უნარით”,- განაცხადა პრემიერმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა