10 თვის ჩვილი კლინიკაში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს - რა მოუვიდა პატარას?
10 თვის გიორგის საზოგადოების დახმარება სჭირდება.
არსებული ინფორმაციით, მცირეწლოვანმა გონება დაკარგა და უგონო მდგომარეობაში იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.
ინფორმაცია საქველმოქმედო ჯგუფში „შენთან ვარ“ ვრცელდება.
„10 თვის გიორგი უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს იაშვილის კლინიკაში, გაუკეთდა ნაწლავების სასწრაფო ოპერაცია და ამწუთას ბავშვი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
გიორგიზე დედიკო ჯერ კიდევ ფეხმძიმედ იყო მამა რომ გარდაეცვალა, უკიდურესად გაჭირვებული ოჯახია
ქვრივი ქალი ახლა შვილის გადარჩენისთვის იბრძვის...“
დედის საკონტაქტო 592707112