თეგებით ძიება

„ნაციონალური მოძრაობა“ სახელი დარჩა, მაგრამ ერთიანი მოძრაობა, როგორც ასეთი, აღარ არსებობს - გია ვოლსკი

„ნაციონალური მოძრაობა“ სახელი დარჩა, მაგრამ ერთიანი მოძრაობა, როგორც ასეთი, აღარ არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ერთმანეთს ეჯიბრებიან იმაში, ვინ უფრო მეტ რესურს ფლობს ქვეყნის დესტაბილიზაციისათვის.

„ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ასეთი, სახელი დარჩა, მაგრამ როგორც ასეთი ერთიანი მოძრაობა აღარ არსებობს. ცუდი ის არის, რომ არავინ არ ემიჯნება იმას, რასაც დანაშაული ჰქვია, მძიმე დანაშაულების პერიოდს, ყველა ერთმანეთს ეჯიბრება იმაში, ვინ უფრო მეტ რესურს ფლობს ქვეყნის დესტაბილიზაციისათვის. ერთნი, რომელიც ყრილობას ატარებენ და უნდათ შემოაბრუნონ სიტუაცია, თუ მეორენი, რომლებმაც ყრილობა უკვე ჩაატარეს და აირჩიეს ლევან ხაბეიშვილი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა