თეგებით ძიება

"წარმოიდგინეთ, ბანკში გაქვთ სესხზე განაცხადი შეტანილი, - ამ დროს, მიდის სალომე ბანკის ხელმძღვანელობასთან და ეუბნება - განმცხადებელი აფერისტი და გადამგდებია" - რას წერს ლაშა ნაცვლიშვილი?

ლაშა ნაცვლიშვილი მიმდინარე პოლიტიკურ სიტუაციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

"მე გეტყვით, ახლა, როგორ ლობირებს სალომე ზურაბიშვილი ჩვენი კანდიდატობის სტატუსს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან და ევროკავშირის სტრუქტურებში. წარმოიდგინეთ, ბანკში გაქვთ სესხზე განაცხადი შეტანილი, - ამ დროს, მიდის სალომე ბანკის ხელმძღვანელობასთან და ეუბნება - განმცხადებელი აფერისტი და გადამგდებია, ყველა საბუთი, რაც უზრუნველყოფის სახით წარმოგიდგინათ - ყალბია, სესხის დაბრუნების შანსი ნულის ტოლია, მაგრამ კარგი ოჯახის შვილია ეს გათახსირებული და რა ვიცი, იქნებ მაინც მისცეთ სესხიო.  

ხომ იქნებით მისი მადლიერი?", - წერს ლაშა ნაცვლიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა