თეგებით ძიება

თბილისის მერია პროგრამის „ისწავლე და დასაქმდის“ ახალ ეტაპს იწყებს

ვიწყებთ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროგრამის „ისწავლე და დასაქმდის“ ახალ ეტაპს და 27 სექტემბრიდან 11 ოქტომბრის ჩათვლით ვაცხადებთ დაინტერესებული მოქალაქეების ონლაინ რეგისტრაციას პლატფორმაზე dasakmdi.ge, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, პროგრამა ითვალისწინებს თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეების პროფესიულ მომზადება/გადამზადებას მოკლევადიანი პროფესიული კურსების მეშვეობით, შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში და კერძო სექტორთან თანამშრომლობით მათი დასაქმების ხელშეწყობას.

 

„მოქალაქეებისთვის აღნიშნულ კურსზე სწავლა არის უფასო. პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე სემესტრში მოქალაქეების მომზადება/გადამზადება განხორციელდება 40-ზე მეტ სპეციალობაში მშენებლობის, ინჟინერიის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, კვების, ტურიზმის, მომსახურების, დიზაინის, ტრანსპორტის, ვეტერინარიის, ჯანდაცვისა და ფინანსების სფეროებში.

 

წელს პირველად დაემატება კინოგამნათებლობისა და დეკორატიული ლესვის კურსები. ბენეფიციარების შერჩევის ძირითადი კრიტერიუმებია: თბილისში რეგისტრაცია და სრულწლოვანება. კურსების ხანგრძლივობა არის ერთიდან 7 თვემდე და სასწავლო პროცესი მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობებს.

 

აქვე მოგახსენებთ, რომ პროგრამის ფარგლებში უკვე გადამზადდა საშუალოდ 8 000 ადამიანი და დასაქმების მაჩვენებელი სწავლის დასრულებისთანავე შეადგენს დაახლოებით 70%-ს. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მიმდინარე კურსების ჯამური თანხა შეადგენს 400 000 ლარს და მიმდინარე სემესტრში გადამზადების კურსებს გაივლის 750-ზე მეტი მოქალაქე“, - განაცხადა კახა კალაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა