თეგებით ძიება

პატრიარქის ქადაგება - რას ამბობს ილია მეორე? (ვიდეო)

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ჯვართამაღლებას აღნიშნავს. ტაძრებში საზეიმო წირვა შესრულდება. დღესასწაული მე–4 საუკუნეში დაწესდა. ის ყოველი წლის 27 სექტემბერს აღინიშნება და მოციქულთა სწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის სახელს უკავშირდება.

საეკლესიო გადმოცემით, 326 წელს წმინდა კონსტანტინემ და იმპერატორის დედამ, წმინდა ელენემ იერუსალიმში უფლის ცხოველმყოფელი ჯვარი მოიძიეს, რომელიც 300 წლის განმავლობაში მიწაში იყო დამარხული. იერუსალიმის პატრიარქმა კი ჯვარი ყველას თვალწინ აამაღლა.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს ვიდეოს არქივიდან, რომელშიც პატრიარქი ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით მრევლს მიმართავს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა