თეგებით ძიება

მე რომ შენობა ავაშენო და ეკლესია დავარქვა, ეკლესია არ იქნება! თუ ეს არის შენობა, რასაც მინდა დავარქმევ - მაშინ დაიბეგრება, ხოლო თუ ეკლესიაა, არ დაიბეგრება! - გიორგი კაკაურიძე

ოთარ ფარცხალაძის რელიგიური საქმიანობით არ დავინტერესებულვარ - მე რომ შენობა ავაშენო და ეკლესია დავარქვა, ეკლესია არ იქნება! თუ ეს არის შენობა, რასაც მინდა დავარქმევ - მაშინ დაიბეგრება, ხოლო თუ ეკლესიაა, არ დაიბეგრება! - ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ ოპოზიციონერი დეპუტატის რომან გოცირიძის კითხვას, იბეგრება თუ არა “ფარცხალაძის ეკლესია“ და იხდის თუ არა ყოფილი გენერალური პროკურორი მასთან დაკავშირებით ქონების გადასახადს.

როგორც რომან გოცირიძემ განმარტა, ზოგადად, არც ერთი რელიგიური კონფესიის კუთვნილი უძრავი ქონება ქონების გადასახადით არ იბეგრება, მაგრამ დეპუტატის თქმით, ამ შემთხვევაში საუბარია ფარცხალაძის საკუთრებაში არსებულ ნაგებობაზე, რომელიც ეკლესიას ჰგავს და საპატრიარქომ აკურთხა.

“თურმე რუსეთის აგენტს, ყოფილ გენერალურ პროკურორს საკუთარ ეზოში კერძო ეკლესია აუშენებია - არის ორი საკმაოდ დიდი ნაგებობა, ეკლესიის ფორმის შენობა. მას ეკლესიას ვერ ვუწოდებთ, რადგან ეკლესია არის ის, რომელიც ამა თუ იმ რელიგიურ ორგანიზაციას ეკუთვნის. ეს ნაგებობები არც საპატრიარქოს და არც თუნდაც ისეთ კერძო ეკლესიას ეკუთვნის, როგორიცაა, “გირჩის“ პარტიული ეკლესია, რომელსაც იურიდიულ სტატუსი აქვს. ეს არის კერძო შენობა-ნაგებობა.

ოთარ ფარცხალაძე იხდის თუ არა ქონების გადასახადს ამ საკმაოდ ძვირადღირებულ ნაგებობისთვის? რაკი მას სახელად ეკლესია ჰქვია, საკუთარი ეკლესიისთვის უნდა იხდიდეს თუ არა ქონების გადასახადს?“, - მიმართა გოცირიძემ გიორგი კაკაურიძეს.

როგორც კაკაურიძემ გოცირიძის პასუხად აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ ფარცხალაძის შემოსავალი 40 ათას ლარს აღემატება და ის ქონების გადასახადს იხდის, თუმცა არ იცის, მის კუთვნილ ქონებათა ჩამონათვალში არის თუ არა ეკლესია.

გიორგი კაკაურიძე პოლიტიკურ ჯგუფ “ევროოპტიმისტებს“ 2023 წლის ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებების პროექტზე შეხვდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა