თეგებით ძიება

„რუსეთმა აფხაზეთს ნგრევა და უპერსპექტივობა მოუტანა. ჩვენ აფხაზეთს სრულიად ახალ მომავალს ვთავაზობთ„ - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„რუსეთმა აფხაზეთს ნგრევა და უპერსპექტივობა მოუტანა. ჩვენ აფხაზეთს სრულიად ახალ მომავალს ვთავაზობთ:

1. აფხაზეთისა და საქართველოს საერთო სახელმწიფო - ადმინისტრაციული ცენტრით ქუთაისში;

2. საქართველოსა და აფხაზეთის ოფიციალური ენები იქნება - აფხაზური და ქართული;

3. პირველადი ინვესტიცია აფხაზეთის ეკონომიკაში - ათი მილიარდი დოლარის ოდენობით;

4. მთელი აფხაზეთი იქნება თავისუფალი ეკონომიკური ზონა - განსაკუთრებული საგადასახადო რეჟიმით;

5. საქართველოს პარლამენტის ზედა პალატაში აფხაზეთის თანასწორი წარმომადგენლობა - კვოტები აფხაზეთისთვის საგარეო პოლიტიკისა და თავდაცვის ორგანოებში“ - წერს სააკაშვილი.

30 წლის წინ, 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმი დაეცა.აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. სხვადასხვა მონაცემით, შეიარაღებულ დაპირისპირებას ემსხვერპლა 10 000-დან 30 000-მდე ადამიანის სიცოცხლე, 300 ათასზე მეტი კი, დევნილად იქცა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა