მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში ამ დროისთვის 47 ათასზე მეტი ეთნიკური სომეხი გადავიდა
მთიანი ყარაბაღის რეგიონიდან სომხეთში უკვე 47 115 ეთნიკური სომეხი გადავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ სომხური ბიურო მთავრობის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში განაცხადეს, მთავრობა უზრუნველყოფს საცხოვრებელს ყველა იმ პირისთვის, ვისაც არ აქვს წინასწარ განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილი.
საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, სომხეთში საკოორდინაციო ცენტრი მოქმედებს.
რეგისტრაციის გავლის შემდეგ ყარაბაღელ სომხებს სხვადასხვა ქალაქში გზავნიან.