თეგებით ძიება

„კაცი, რომელიც არასრულწლოვან გოგოებს აიძულებს სქესობრივ კავშირებს, აძალებს ნარკოტიკებს, აშანტაჟებს, ატერორებს და აუპატიურებს პოლიციამ ელ.სამაჯურით გაუშვა გარეთ“ - რას წერს ბაია პატარაია?

უფლებადამცველი, ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერს.

„დღეს პირადად შევხვდი იმ ორ გოგოს და დაუჯერებელი ამბები მოვისმინე. კაცი, რომელიც უამრავ არასრულწლოვან გოგოს აიძულებს სქესობრივ კავშირებს, აძალებს ნარკოტიკებს, მუდმივად აშანტაჟებს, ატერორებს და აუპატიურებს, პოლიციამ ელ.სამაჯურით გაუშვა გარეთ, რომ კარგად შეძლოს მტკიცებულებების განადგურება.

ასეთი უპასუხისმგებლო პოლიციელები იშვიათად შემხვედრია პრაქტიკაში: ერთ გაუპატიურებულ გოგოს უთხრეს, ბევრი საქმე გვაქვს და მერე გამოგკითხავთო, და არ დაიწყეს გამოძიება, მაშინ როცა ამ გოგოს აქვს სასწაული ვიდეო მასალა და სქრინები. უყვირეს გოგოებს, როცა ამათ პრეტენზია გამოხატეს. რა საქმე გქონდათ ამაზე მნიშვნელივანი? მეტი კი არაფერია გენდერული დისკრიმინაცია?!

ერთ გაუპატიურებულს ეკითხებოდნენ საძაგლობებს: მაგალითად, მოდუნდა თუ არა გაუპატოურების დროს. რა შეკითხვაა ეს??? 19 სექტემბერს იყვნენ პოლიციაში და რა რიცხვია დღეს? 26!

კიდე არაა დაკავებული ის დამპალი ტრეფიკიორი მოძალადე, კიდე გვახვეწნინებს შსს და პროკურატურა, რომ გამოძიება საქალაქოს გადასცენ, რომ სხვა, ნორმალურ და დატრენინგებულ ქალ გამომძიებელთან მოვხვდეთ როგორმე. 

ამას არ შეგარჩენთ!“ - წერს პატარაია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა