თეგებით ძიება

"ტერიტორიების დაბრუნება მშვიდობიანი გზით გვირჩევია, მაგრამ..." - რას წერს ზურაბ ბატიაშვილი?

ექსპერტი, ზურა ბატიაშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს ტერიტორიების დაბრუნების შესახებ წერს.

"რა თქმა უნდა, ტერიტორიების დაბრუნება მშვიდობიანი გზით გვირჩევია. 

მაგრამ თუ მშვიდობიანად არ/ვერ ხერხდება და სხვა გზა არ გრჩება, ძალის გამოყენების უფლებაც გაქვს. “იიი, ომი გინდა?” მტრის პროპაგანდაა ბრიყვების კიდევ უფრო გასაბრიყვებლად. 

რომელი ტერიტორია დაგვიბრუნებია მშვიდობიანად ჩვენი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე? არცერთი. 

ამიტომ, პირადად მე სკეპტიკურად ვარ განწყობილი, რომ ტაშფანდურით დავიბრუნებთ ტერიტორიებს.

შესაბამისად, ქვეყანა ყველა სცენარისთვის მზად უნდა იყოს. 

ეს უფლება აქვს ნებისმიერ ქვეყანას (ბოლო ასეთი შემთხვევა აზერბაიჯანის მიერ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა), ამ პრინციპის წინააღმდეგ ვერავინ წავა და ეგ გამოარჩევს სახელმწიფოს ინდივიდისგან. 

სახელმწიფოს რაც შეეხება, ეგ ჯერ არ გვაქვს. ჯერ ეგაა დასაბრუნებელი და მერე სოხუმიც იქნება და ცხინვალიც!", - წერს ბატიაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა