ცნობილია ქუთაისში, ავარიაში გარდაცვლილი ორი ქალის ვინაობა
ქუთაისში გუშინ ღამით მომხდარ ავარის 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც ცნობილია გარდაცვლილია 3 შუახნის ქალი, მათ შორის ცნობილია 2 მათგანის ვინაობა. დაღუპულები არიან თაიზა ბობოხიძე და დოდო ცეცხლაძე. როგორც ცნობილია ქალები თანამშრომლები იყვნენ.
ცნობისთვის ავტომშენებლის ქუჩაზე ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევა ე.წ პირველ პრახადნოისთან მოხდა.
ადგილზე მობილიზებული იყო, საპატრულო, სასწრაფო და სამაშველო სამსახურის ბრიგადები.
როგორც თვითმხილველები ამბობენ ხონიდან მაღალი სისწრაფით მომავალი ავტომობილი შესახვევიდან გამომავალ ავტომობილს შეეჯახა. მგაზვრები ადგილზე დაიღუპნენ. რაც შეეხება მეორე ავტომობილის მძღოლს ის კლინიკაშია გადაყვანილი.
გამოძიება სსკ-ის 276 მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
წყარო: "მეგა ტვ"