არაფერია იმაზე მარაზმული, როგორც კოლექტიური ბოდიში. თუ შეგვიძლია პატიება, ვაპატიოთ - რას წერს გიგი უგულავა?
ასეა თუ ისე, ხიდი აფხაზებთან და ოსებთან თავიდან გასადებია - ამის შესახებ დედქალაქის ყოფილი მერი, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს.
საქართველოს ადამიანური და ტერიტორიული, მშვიდობიანი გამთლიანება ევროკავშირის წიაღშია შესაძლებელი. ამისთვის რუსულ-ოლიგარქიული რეჟიმია მოსაშორებელი.
დღეს 27 სექტემბერია, ჯვართამაღლება და სოხუმის დაცემის დღე. 30 წელია ეს ორი დღე ერთად დგება. მას აქეთ ის ყოველ წელს გვაუწყებს - აბსოლუტურად მართალი და უდანაშაულო იესო ჯვარს ეცვა. მას ბოდიში არავინ მოუხადა და არც თავად მოუხდია. მან უბრალოდ ყველას აპატია. ზოგადად, არაფერია იმაზე მარაზმული, როგორც კოლექტიური ბოდიში. ის ყველაფერზე ყალბი და ომზე უფრო სასტიკია. თუ შეგვიძლია პატიება, ვაპატიოთ, ეს თითოეული ჩვენთაგანის იდვივიდუალური ძალისხმევა შეიძლება იყოს.
საუკუნოდ იყოს ხსოვნა საქართველოსთვის დაღუპულ გმირთა - წერს უგულავა.