თეგებით ძიება

რუსული მილიონები დაიტოვა. არ ჰქონია ამათთვის სუნი - რას წერს ამირან სალუქვაძე ესტონეთის პრემიერზე?

ესტონეთის პრემიერის, კაია კალასის ბი-ბი-სისთან ინტერვიუს შემდეგ, ესტონეთი როგორ უნდა გვესაუბროს რაიმე სტანდარტებზე, 12 პუნქტზე და დემოკრატიაზე?! - ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სკანდალში გახვეული ესტონეთის პრემიერ-მინისტრის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

„ესტონეთის პრემიერის, კაია კალასის ბი-ბი-სისთან ინტერვიუს შემდეგ, ესტონეთმა როგორ უნდა გვესაუბროს რაიმე სტანდარტებზე, 12 პუნქტზე და დემოკრატიაზე?!

▪️კაია კალასი ამბობს, რომ მის მეუღლეს, თურმე, იმ კომპანიის, რომელიც რუსეთში მილიონებს შოულობდა, საკონტროლო პაკეტი არ ჰქონია და ეს გამართლება ყოფილა.

▪️თირმე არ იცოდა მისი მეუღლე საიდან შოულობდა მილიონებს. სახლში არ მიჰქონდა? დეკლარაციას არ ავსებენ, თუ არ მიუთითა?

▪️თურმე რუსეთში ბიზნესის წარმოებისთვოს პრემიერ კალასს მიუცია დაფინანსება, ანუ სესხი ინვესტიციებისთვის, არ იცოდა რუსეთში თუ უნდა ეწარმოებინა ბიზნესი. აბა რის საფუძველზე გასცა სესხი? უბრალოდ გამოუყო, აგერ შენ მილიონები, სადაც გინდა ჩადე და ფული იშოვეო?

▪️თურმე გადადგომაზე ფიქრობდა, მაგრამ იმიტომ არ გადავდექი, თავი რომ დამეცვაო, თორემ შემრჩებოდა იარლიყიო. მივყვები მაგ მოსაზრებაში, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ მართალია და მართლა თავის დაცვაზეა საუბარი და არა ამ სიცრუეებზე. რაც თქვა ინტერვიუში, არაა დასაჯერებელი.

▪️შემდეგ ამბობს, რომ როგორც კი ჩემთვის ცნობილი გახდა ფულის წარმომავლობა, უხერხულობა ვიგრძენი, დაველაპარაკე ქმარს და მან თავისი წილი გაყიდაო. ეს ნორმალური ახსნაა? ანუ რუსული მილიონები დაიტოვა. არ ამათთვის ჰქონია სუნი. საინტერესოა წილი ვის მიჰყიდა?! ალბათ რუსებს და ისევ რუსული რუბლები აიღო?! სხვისთვისაც რომ მიეყიდა, ხომ მაინც რუსული ბიზნესია?!

▪️მოკლედ, სულ არ მაინტერესებს ესტონეთის შიდა საქმეები. თითს ნუ იშვერენ ჩვენსკენ და ზემოდან ნუ დაგვცქერიან.

▪️ისე, როგორც ყოფილმა ოცნებელებმა ნაციონალებს გადაუსწრეს, ისე ჩვენთან მიმართებაში ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები დასავლეთ ევროპის ქვეყნებზე უარესად იქცევიან“ - წერს სალუქვაძე.

ცნობისთვის, ეს­ტო­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი კაია კა­ლა­სი, რო­მე­ლიც არა­ერ­თხელ მო­უ­წო­დებ­და და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებს, რომ რუ­სე­თი ეკო­ნო­მი­კურ იზო­ლა­ცი­ა­ში მო­ექ­ცი­ათ, სკან­დალ­ში აღ­მოჩ­ნდა.

23 აგ­ვის­ტოს ეს­ტო­ნურ­მა გა­მო­ცე­მა ERR-მა გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ კომ­პა­ნია Stark Logistics, რომ­ლის 24%-ს ეს­ტო­ნე­თის პრე­მი­ე­რის ქმა­რი კრის­ტი­ან კრა­ა­გი ფლობს, რუ­სეთ­სა და ეს­ტო­ნეთს შო­რის ტვირ­თის გა­და­ზიდ­ვის საქ­მი­ა­ნო­ბას აგ­რძე­ლებს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კრის­ტი­ან­მა სა­ჯა­როდ რამ­დენ­ჯერ­მე გა­ნა­ცხა­და, რომ ეს საქ­მე შე­წყვი­ტა.

რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი წე­რენ, კომ­პა­ნი­ა­ში კვლავ არის რუ­სეთ­თან ლო­ჯის­ტი­კის მე­ნე­ჯე­რი, ხოლო Stark Logistics რუ­სეთ­ში ტვირ­თის გა­და­ზიდ­ვას ისევ აგ­რძე­ლებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა