თეგებით ძიება
28. 09. 2023 მსოფლიო

მზად ვართ უკრაინასთან მოლაპარაკებისთვის მიწაზე შექმნილი რეალობისა და კრემლის ინტერესების გათვალისწინებით - ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ამბობს, რომ მოსკოვი მზადაა უკრაინასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ადგილზე არსებული რეალობისა და რუსეთის უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით. 

"ჩვენი პოზიცია ძალაში რჩება: ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებისთვის, მაგრამ მოლაპარაკებისთვის იმ რეალობის გათვალისწინებით, რომელიც ახლა განვითარდა მიწაზე და ჩვენი პოზიციის გათვალისწინებით, რაც ყველასთვის კარგად არის ცნობილი, ჩვენი ინტერესების გათვალისწინებით, ჩვენი უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით, რუსეთის საზღვრებზე მტრული ნაცისტური რეჟიმის შექმნის პრევენციის ინტერესების გათვალისწინებით", - თქვა ლავროვმა "ტასთან" ინტერვიუში.

ის ისევ ამტკიცებს, რომ ამ "რეჟიმს" ღიად გაცხადებული მიზანი აქვს, რომ გაანადგუროს ყველაფერი რუსული ყირიმისა და ნოვოროსიის ტერიტორიაზე, რომელიც საუკუნეების მანძილზე იყო რუსებით დასახლებული.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა