ტაშკენტში ძლიერი აფეთქება მოხდა
უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტის აეროპორტის მახლობლად ძლიერი აფეთქება მოხდა. აფეთქება საბაჟო დეპარტამენტის შენობაში მოხდა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
არსებობს ინფორმაცია, რომ საბაჟოს საწყობში ელექტრომობილების აკუმულატორები ინახებოდა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ დარტყმის ტალღა ეპიცენტრიდან 30 კმ-ში იგრძნობოდა.
აფეთქების შემდეგ შენობას ხანძარი გაუჩნდა. მისი ნაწილი ჩამოინგრა. აფეთქებისა და ხანძრის შედეგად 160-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ინტერნეტ-პორტალის, Gazeta.uz-ის ინფორმაციით, დაიღუპა ერთი ადამიანი - 16 წლის მოზარდი.